ფეხბურთი

19:20 | 13.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

არიც ადურისი ესპანეთის ნაკრების ისტორიაში

ბილბაოს “ატლეტიკის” ფორვარდი არიც ადურისი ესპანეთის ეროვნული ნაკრების ისტორიაში შევიდა. კერძოდ, ვეტერანმა ბასკმა ფორვარდმა შაბათს, მაკედონიის ნაკრებს გაუტანა და გახდა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი “ფურია როხას” ისტორიაში, ვისაც გოლი გაუტანია. ხსენებული მატჩის დროს ადურისი 35 წლისა და 275 დღის ასაკის გახლდათ.

მან შორეულ 1930 წელს, ხოსე მარი პენის მიერ დამყარებული რეკორდი მოხსნა. მაშინ ხოსე მარი პორტუგალიის ნაკრებს რომ გაუტანა, ადურისზე 50 დღით პატარა იყო.

არიც ადურისმა ესპანეთის ნაკრების მაისურით მეათე მატჩი ითამაშა და გოლი მეორედ გაიტანა. მანამდე მას იტალიის ნაკრების კარი დაელაშქრა ამხანაგურ მატჩში (1:1) 2016 წლის 24 მარტს.

0.102976