კალათბურთი

19:28 | 13.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

სანაძე "პრიმორსკას" 14 ქულით დაეხმარა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრის დუდა სანაძის "პრიმორსკამ" სლოვენიის ჩემპიონატის მე-6 ტურში სტუმრად "პორტოროზი" 93:70 დაამარცხა და ქართველმა ლეგიონერმა ამ გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა.

დუდამ მოედანზე 22:44 წუთი გაატარა და ამ ხნის განმავლობაში 14 ქულა ჩააგდო. სანაძემ ორქულიანები არაზუსტად შეასრულა და 9-დან მიზანში მხოლოდ 2 წაუვიდა. სამქულიანებში კი დუდას 100%-იანი შედეგი ჰქონდა და 2-დან ორივე გამოიყენა. საჯარიმოს სროლებიდან კი ნაკრების წევრმა 4 ქულა აიღო. სანაძეს სლოვენიის ჩემპიონატში 121 ქულა მოუგროვდა და სნაიპერთა დავაში მეორეადგილოსანს 22 ქულით უსწრებს.

4 მოგებით და 2 მარცხით "პრიმორსკა" ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს სანაძის გუნდი 19 ნოემბერს შინ "ჰელიოსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.12163