ფეხბურთი

2:51 | 13.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯაბა კანკავა: “90 წუთი სათამაშოდ მზად არ ვარ”

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ განაცხადა, რომ ბურთზე კონტროლი მაქსიმალურად მართებდათ, თუმცა მათ ეს ვერ მოახერხეს და სწორედ ამიტომ დაისაჯნენ. ჯაბამ კომენტარი თავის ფიზიკურ მდგომარეობაზეც გააკეთა და თქვა, რომ 90 წუთის სათამაშოდ ჯერ მზად არაა.

"ჩემი აზრით, დაგვაკლდა ბურთის კონტროლი. ეს იყო მიზეზი მეორე ტაიმში, რომ ვერ ვითამაშეთ და დავისაჯეთ. მოლდოვამ გვაჯობა ბრძოლით. მწვრთნელის დავალება ორივე ტაიმში ერთნაირი იყო. ბურთი უნდა გაგვეკონტროლებინა მაქსიმალურად.

შანსი და მაყურებლის ნდობა – ვერ გეტყვით მაყურებელმა დაკარგა თუ არა ჩვენი ნდობა, მაგრამ ალბათ ნაწილობრივ ეგრეც არის.

მე ვერ ვგრძნობ ფიზიკურად თავს ისე, როგორც მინდა, მაგრამ იმედია მალე აღვიდგენ ძალებს. ამას კი დრო დასჭირდება. ფიზიკურად, რომ არ ვარ მზად ეს დღევანდელმა თამაშმაც ცხადყო”, – თქვა ჯაბა კანკავამ.

შეგახსენებთ, ჯაბა კანკავა ეროვნულ ნაკრებს მარტის თვის მერე დაუბრუნდა - მას ხანგრძლივი პერიოდი ტრავმის გამო გაუცდა და დღემდე ნაკრებს ვერ ეხმარებოდა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116165