საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის ლადო დვალიშვილის თქმით, გუნდს მოსაგებად მეორე გოლი და მეორე ტაიმში ხარისხი დააკლდათ. მისი განცხადებით, შეტევაში თამაში უფრო მომგებიანი იქნებოდა.
“მეორე ტაიმი ძალიან ცუდად დავიწყეთ და ვითამაშეთ. გუნდს კი მოსაგებად მეორე გოლი დააკლდა, ასევე მეორე ნახევარში - ხარისხიანი თამაში. უფრო უკნიდან ვითამაშეთ და არა შეტევაში. კიდევ ერთი გოლის გატანაზე უნდა გვეზრუნა.
მწვრთნელის დავალება არ ყოფილა უკან ჩავმჯდარიყავით და წინ არ შეგვეტია. მეტს ვერაფერს გეტყვით, არ ვიცი ეს რატომ მოხდა”, - განაცხადა ლადო დვალიშვილმა.