ფეხბურთი

22:26 | 12.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

რაკიტიჩმა შესაძლოა "ბარსელონასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივოს

ხორვატიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა კატალონიის "ბარსელონასთან" კონტრაქტი შესაძლოა უახლოეს მომავალში გაახანგრძლივოს. ინფორმაციას ესპანური Marca ავრცელებს.

"ბლაუგრანა" მზადაა რაკიტიჩს კონტრაქტი ორი წლით გაუხანგრძლივოს და ნახევარმცველი გუნდში 2021 წლის ივლისამდე დარჩება. ხელფასი კი ივანს ამჟამინდელი ანაზღაურების მეოთხედით გაეზრდება.

ფეხბურთელით ევროპული გრანდები არიან დაინტერესებული, მათ შორის "მანჩესტერ იუნაიტედი" და ინგლისელები მზად არიან ხორვატი ხელში ჩაიგდონ. შესაბამისად, "ბარსელონა" შეეცდება ივანი გუნდში კიდევ დიდი ხნით დატოვოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
1.119015