ფეხბურთი

19:53 | 12.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

გრიზმანმა შესაძლოა კოტდივუართან ვერ ითამაშოს

მადრიდის "ატლეტიკოს" და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების შემტევმა ანტუან გრიზმანმა შვედეთთან მოგებულ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში (2:1) ფეხის მცირე ტრავმა მიიღო. ფეხბურთელის დაზიენების შესახებ ინფორმაცია დიდიე დეშამმაც დაადასტურა.

25 წლის ფეხბურთელის ტრავმა სერიოზული არაა, თუმცა ნაკრების ექიმები გადაწყვეტენ გრიზმანი კოტდივუართან ამხანაგურ მატჩში მონაწილეობას მიიღებს თუ არა. შეხვედრა გუნდებს შორის 16 ნოემბერს გაიმართება. ამასთან ერთად, "ატლეტიკოს" "რეალთან" მადრიდული დერბი 19 ნოემბერს ელის და შესაძლოა დაზიანების გამწვავების თავიდან ასაცილებლად, გრიზმანმა ტესტ-მატჩში მონაწილეობა არ მიიღოს.

0.109291