ფიდეს (ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია) პრეზიდენტი კირსან ილუმჟინოვი (რუსეთი) აშშ-ს ქალაქ ნიუ იორკში მიმდინარე მოჭადრაკე ვაჟთა ფინალური მატჩის გახსნას ვერ დაესწრო, რადგან მას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა უარი უთხრა ქვეყანაში შესვლაზე. ფიდეს არსებობის 92 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ფიდეს მოქმედმა პრეზიდენტმა მსოფლიო ჩემპიონატის მატჩის გახსნაში მონაწილეობა ვერ მიიღო.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ კირსან ილუმჟინოვი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადისა და არაბეთის რესპუბლიკის მხარდაჭერაში დაადანაშაულა და ამის გამო სანქცირებულ მოქალაქეთა სიაში შეიყვანა. ეს გახდა ილუმჟინოვის აშშ-ში არშეშვების მიზეზი.