“ბარსელონას” და საფრანგეთის ნაკრების ცენტრალური მცველი, სამუელ უმტიტი ტრავმის გამო სამი კვირა ვერ შეძლებს.
22 წლის მცველმა მარცხენა ფეხი ნაკრების ერთ-ერთ ვარჯიშზე დაიზიანა. დიდიე დეშამმა, მის ნაცვლად, “ვალენსიას” მცველს ელიაკიმ მანგალას უხმო.
უმტიტიმ მიმდინარე სეზონში “ბარსელონას” მაისურით 10 შეხვედრა ჩაატარა.