ფეხბურთი

23:25 | 11.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

დიდი ეპოქის დასასრული – გალიანიმ “მილანში” 3 კვირა დამრჩაო

იტალიურ “მილანში” ადრიანო გალიანის ერა სრულდება. წლების წინ, “როსონერი” და ადრიანო სხვადასხვა გზაზე წარმოუდგენელიც კი იყო, მაგრამ როგორც ჩანს, ახლა უკვე აღარ. როგორც თავად გამოცდილმა საფეხბურთო მოღვაწემ განაცხადა, “მილანში” მისი ხანა სრულდება.

“ვფიქრობ, “მილანში” ჩემი ბოლო სამი კვირაა. დარჩენა რომც შემომთავაზონ, არმგონია დავთანხმდე, თუმცა, ეს სიამაყის გამო ნათქვამი უარი არ იქნება. ის, რაც ჩვენ 30 წლის განმავლობაში გავაკეთეთ საფეხბურთო ისტორიაში დარჩება”, - თქვა გალიანიმ.

ადრიანო გალიანი ამჟამად “როსონერის” აღმასრულებელი დირექტორია, თუმცა სულ მალე ლომბარდიული გუნდი ჩინელი ინვესტორების ხელში სრულად გადავა და გალიანისაც ისღა დარჩენია ქუდი დაიხუროს. ისე კი, სილვიო ბერლუსკონისა და მისი ეპოქის “მილანი” მართლაც ეპოქალური გახლდათ და ევროპულ ფეხბურთში უდიდეს სიმაღლეებსაც მიაღწია.

0.108131