საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა საბა კვირკველიამ მოლდოვასთან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ წინასწარ მსჯელობა რთულია, თუმცა გუნდი ყველაფერს გააკეთებს გამარჯვებისთვის.
"გუნდში ყველანაირი პირობაა შექმნილი, რომ მაქსიმალური შედეგი მივიღოთ. მომდევნო მატჩებს აზრი რომ ჰქონდეს, ეს თამაში აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ფეხბურთში ყველა მომენტი რა თქმა უნდა გოლით ვერ დასრულდება, ასეთ შემთხვევაში ეს თამაში საინტერესო არ იქნებოდა. ჩვენ უნდა ვითამაშოთ შემტევი ფეხბურთი და ყველაფერს გავიღებთ გამარჯვებისთვის" - აღნიშნა კვირკველიამ.
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი საქართველოსა და მოლდოვას ეროვნულ ნაკრებთა შორის 12 ნოემბერს, 21 საათზე, "დინამო არენაზე" გაიმართება.