გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოთხი შეხვედრა გაიმართა.
“მაიამი” შინ “ჩიკაგოსთან” 95:98 დამარცხდა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ “ჩიკაგომ” გუნდური კალათბურთის ხარჯზე მოახერხა მატჩის მოგება. ექვსმა კალათბურთელმა 10 და მეტი ქულა ჩააგდო მათ შორის საუკეთესო 20 ქულით ჯიმი ბატლერი გახლდათ, ხოლო დუეინ უეიდმა თავის ყოფილ გუნდთანდ 13 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი გააკეთა. “მაიამიში” 20 ქულით და ამდენივე მოხსნით ჰასან უაიტსაიდი გამოირჩა.
“მილოუკი” შინ “ნიუ ორლეანთან 106:112 დამარცხდა. მატჩში გადამწყვეტი მეორე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც “პელიკანსმა” 35:27 იმარჯვა. “მილოუკს” 33 ქულით ჯაბარი პარკერმა ულიდერა, ხოლო “ნიუ ორლეანში” ტრადიციულად ენტონი დევისი 32 ქულით გამოირჩა. “პელიკანსი 1 მოგებით და 8 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში ბოლო მე-15 ადგილზე იმყოფება, ხოლო “მილოუკი” აღმოსავლეთში მეშვიდეა.
“მაიამი” – “ჩიკაგო” 95:98 (22:23, 31:30, 17:17, 25:28)
https://www.youtube.com/watch?v=8uCYH-Rovy8
“მილოუკი” – “ნიუ ორლეანი” 106:112 (27:26, 27:35, 27:27, 25:24)
https://www.youtube.com/watch?v=MoiDPRbyDME
“დენვერი” – “გოლდენ სტეიტი” 101:125 (19:38, 32:27, 24:34, 26:26)
https://www.youtube.com/watch?v=aSXQC9AklZQ
“საკრამენტო” – “ლეიკერსი” 91:101 (30:16, 25:29, 18:25, 18:31)
https://www.youtube.com/watch?v=DLI63oXjoQU