ფეხბურთი

1:00 | 11.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთის ნაკრები: კოშტას ნაცვლად – ასპასი

ესპანეთის ნაკრებში იძულებითი ცვლილებაა. ხულენ ლოპეტეგმა ტრავმირებული დიეგო კოშტას ნაცვლად, ვიგოს “სელტას” თავდამსხმელი იაგო ასპასი გამოიძახა.

“ჩელსის” თავდამსხმელმა დაზიანება ერთ-ერთ ვარჯიშზე მიიღო და როგორც მოგვიანებით გაირკვა, სანაკრებო მატჩებში ვერ ითამაშებს.

რაც შეეხება ასპასს, ის მიმდინარე სეზონში მშვენივრად გამოიყურება (14 მატჩი, 7 გოლი და 2 საგოლე პასი) და ლოპეტეგმაც კარგი გარჯა დაუფასა. 29 წლის ფორვარდს “ფურია როხას” რიგებში თამაში პირველად მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები 12 ნოემბერს მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევ ციკლში მაკედონიას დაუპირისპირდება შინ, ხოლო ოთხ დღეში გასვლაზე ინგლისის ნაკრებს ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდება.

0.123085