კალათბურთი

12:10 | 10.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

"კაკტუსი" - "მგზავრები" 16 ნოემბერს გაიმართება

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მეორე ტურის მატჩი "კაკტუსსა" და "მგზავრებს" შორის, რომელიც 22 ოქტომბერს უნდა გამართულიყო და ჩაიშალა, 16 ნოემბერს ჩატარდება.

როგორც სუპერლიგის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, სუპერლიგის საშეჯიბრო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, თამაში თბილისის სპორტის ახალ სასახლეში 18:00 საათზე დაინიშნა.

0.11362