ფეხბურთი

23:14 | 9.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი არაბიძე: “მთავარია სწორი დასკვნა გამოვიტანოთ”

საქართველოს 19-წლამდე ნაკრების ლიდერმა გიორგი არაბიძემ ესპანეთის ნაკრებთან განცდილი მარცხი (0:3) შეაფასა. არაბიძის განცხადებით, გუნდმა თავისი შესაძლებლობების ნახევარიც ვერ გამოავლინა. იგი გულდაწყვეტილი იყო სახლში ესპანელებთან წაგებით, მიუხედავად იმისა, რომ პირინელთა გუნდი ძლიერ მეტოქედ მიაჩნია.

“ის დავალებები ვერ შეასრულეთ, რაც თამაშის წინ გვქონდა. რაც ვარჯიშზე დავდეთ, თეორიაში მოედანზე ვერ გადმოვიტანეთ. მე ვიტყოდი, 60%-იც კი. მთავარია ახლა სწორი დასკვნა და ანალიზი გავაკეთოთ, რომ შემდეგი მატჩებისთვის იგივე შეცდომები არ დავუშვათ.

ჩემი აზრით, თერთმეტრიანი იყო, მაგრამ მსაჯის აზრით – არა. ესპანეთის ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ თამაში ყველა გუნდთან შეიძლება და დასანანია, რომ საკუთარ მოედანზე ასეთი ანგარიშით წავაგეთ”, - აღნიშნა არაბიძემ.

0.118409