“ბოავიშტას” 19 წლის ფეხბურთელს ედუ ფერეირას სიმსივნე აღმოაჩნდა. აღნიშნული ინფორმაცია პორტუგალიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
კლუბის ხელმძღვანელობა იუწყება, რომ ისინი ედუს დაავადებასთან ბრძოლაში ფინანსურად დაეხმარებიან და ასევე, ანგარიშებს გახსნიან, სადაც სპონსორებსა და ჩვეულებრივ მოქალაქეებს დამატებითი თანხების გადარიცხვა შეეძლებათ.
ცნობისთვის, 19 წლის თავდამსხმელი ახალგაზრდული გუნდიდან მთავარში გასულ გაფხულს გადავიდა და ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.