მილანის "ინტერის" მთავარ მწვრთნელად სტეფანო პიოლი დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია იტალიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. პიოლიმ გუნდიდან დათხოვილი ფრანკ დე ბური ჩაანაცვლა.
სტეფანომ სამწვრთნელო კარიერა 1999 წელს დაიწყო და 2003 წლამდე "ბოლონიას" და "კიევოს" ახალგაზრდულ გუნდებს წვრთნიდა. მას შემდეგ იტალიელმა სპეციალისტმა ბევრი გუნდი გამოიცვალა, ბოლოს კი რომის "ლაციოს" წვრთნიდა, საიდანაც მიმდინარე წლის აპრილში დაითხოვეს.