დასრულდა თბილისის ჩემპიონატი 14 წლამდე ვაჟ კალათბურთელთა შორის. ფინალში ,,აკადემიამ’’ 98: 74 დაამარცხა ,,ოვერტაიმი’’ და მთავარი პრიზის მფლობელი გახდა. ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 33 ქულა ,,აკადემიას’’ წარმომადგენელმა ლუკა ლიკლიკაძემ დააგროვა.
გამარჯვებულებს თასი თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის პრეზიდენტმა, ვეტერანმა კალათბურთელმა პაატა გურასპაულმა გადასცა. ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ ლუკა ლიკლიკაძე დაასახელეს, მაყურებელთა სიმპატიის პრიზები ნიკა კაკუბერსა (,,არმია’’) და ტრისტან ტურაშვილს(,,ოვერტაიმი’’) გადაეცათ.
მესამე ადგილის მფლობელი ,,არმია’’ გახდა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში ,,მაკაბის’’65: 61 მოუგო.