“იუვენტუსის” ლეგენდარულმა გოლკიპერმა ჯანლუიჯი ბუფონმა შაბათს, “ვერონას” წინააღმდეგ საიუბილეო მე-600 თამაში ჩაატარა. მისი დებიუტი სერია ა-ში 1995 წლის 19 ნოემბერს “მილანის” წინააღმდეგ შედგა 17 წლის ასაკში. მაშინ ის “პარმას” ღირსებას იცავდა.
“იუვენტუსში” 2001 წელს გადავიდა, რომლის რიგებშიც 7-ჯერ მოიგო სერია ა.
აღსანიშნავია ისიც, რომ “ლიონის” წინააღმდეგ (1:1) ჩემპიონთა ლიგაზეც საიუბილეო შეხვედრა ჩაატარა - ამ ტურნირზე მე-100-ედ ითამაშა.
მისი კონტრაქტი “ბებერ ქალბატონთან” 2018 წელს იწურება, როდესაც იგი უკვე 40 წლის იქნება.
შეგახსენებთ, რომ სერია A-ში ყველაზე მეტი თამაში “მილანის” ლეგენდარულ მცველს, პაოლო მალდინის აქვს ჩატარებული – 647, შემდეგ ხავიერ ძანეტის – 615, ხოლო ტოტის – 607.