ფეხბურთი

2:07 | 7.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

"იუვე" საჯარიმოთი იგებს, "მილანი" ქუსლით, "რომა" სალაჰით

სერია A-ს მოქმედმა ჩემპიონმა და ლიდერმა "იუვენტუსმა" რთული მატჩი მოიგო "კიევოსთან". მანჯუკიჩის გოლს პელისიერის გატანილი პენალტით უპასუხეს მასპინძლებმა, მერე კი ბოსნიელმა მირალემ პიანიჩმა საჯარიმო ზუსტად შეასრულა და 1:2.

ვერ ვიტყვით, რომ "იუვე" დამაჯერებელი იყო. საერთოდ, ამ სეზონში "ბებერი ქალბატონი" მეტწილად წვალებით იგებს, თუმცა მოგება მოგებაა.

"ინტერს" ფრანკ დე ბურის გაშვება მოუხდა თუ რა იყო, გუნდმა 3:0 მოიგო "კროტონესთან". ისე, ძალიან კი დაუგვიანდათ გოლები, 84-ე წუთამდე უგოლოდ მიმდინარეობდა თამაში, მერე კი ივან პერიშიჩმა და მაურო იკარდიმ გადაწყვიტეს მატჩის ბედი. ხორვატმა არგენტინელის პასით გაიტანა, ბოლო ორი კი თავად იკარდიმ შეაგდო.

"მილანმა" პალერმოშიც იმარჯვა და მესამე ადგილზეა. 82-ე წუთზე გავიდა გადამწყვეტი გოლი და თან, ორიგინალურიც: სუსომ შორიდან დაარტყა, ჯანლუკა ლაპადულამ კი ქუსლით უცვალა მიმართულება და ბურთი შორეულ კუთხეში შევარდა.

"რომას" დიდი პრობლემა არ შექმნია "ბოლონიასთან", ეგვიპტელი მოჰამედ სალაჰი კი გოლების იშტაზე იყო და ჰეთ-თრიქი შეასრულა.

"ფიორენტინა" ბერნანდესკის გატანილით უგებდა "სამპდორიას", მაგრამ გენუელებმა კოლუმბიელი მურიელის ლამაზი თავურით უპასუხეს და თამაში 1:1 დასრულდა. "ფიორე" ვერა და ვერ ახერხებს ლიდერთა ჯგუფში შესვლას, ფრეებს დაეჩვია და იმიტომ...

"ემპოლის" ამ ტურამდე, 11 მატჩში მხოლოდ 2 გოლი ჰქონდა გატანილი და ამჯერად გაეხსნა მადა, 4 უპასუხო ბურთი "უსახსოვრა" "პესკარას". სეზონის აღმოჩენა კი "ატალანტაა", რომელიც მეხუთე ადგილზეა. ამჯერად სტუმრად 3:0 სძლიეს "სასუოლოს". ზედიზედ 4 გამარჯვება საამაყოა ბერგამოელთათვის.

პესკარა-ემპოლი 0:4 (0:3)

პესკარა: ბისარი, სამპანო, კამპანიარო, ფორნასიერი, კრესჩენზი, მემუშაი, ვერე, კაპრარი, აკვილანი (ბირაგი 46), ბენალი (პეპე 57),მანაი (პეტინარი 70)

მწვრთნელი: ოდო

ემპოლი: სკორუპსკი, ვესელი, კოშიჩი, კოშტა, პასკუალი, კროჩე, დიუსი, საპონარა, მაკარონე (ჯილარდინო 66), კრუნიჩი (პერეირა 85),პუჩარელი (მარილუნგო 81)

მწვრთნელი: მარტუშელო

გოლები: 0:1 მაკარონე (12), 0:2 პუჩარელი (23), მაკარონე (44), 0:4 საპონარა (89)

გაფრთხილება: კრუნიჩი (16), კაპრარი (32), ფორნასიერი (68), დიუსი (90+2)

მსაჯი: ორსატო

ბურთის ფლობა: 54-46, დარტყმა: 22 (6) - 9 (6), კუთხური: 8-1, თამაშგარე: 3-2, ჯარიმა: 15-11

კიევო - იუვენტუსი 1:2 (0:0)

კიევო: სორენტინო, იცკო (პელისიერი 60), გობი, სპოლი, დაინელი, კაჩიატორე, რადოვანოვიჩი, ჰატემაი, კასტრო, ბირსა (დე გუსმანი 73), ფლორო (ინგლესი 84)

მწვრთნელი: მარანი

იუვენტუსი: ბუფონი, ლიხშტაინერი (დანი ალვეში 84), ბენატია, ბარძალი (ბონუჩი 4), სტურარო, ერნანეში, პიანიჩი, ალექს სანდრო, კუადრადო, მანჯუკიჩი, იგუაინი (ევრა 79)

მწვრთნელი: ალეგრი

გოლები: 0:1 მანჯუკიჩი (53), 1:1 პელისიერი (66 პენ), 1:2 პიანიჩი (74)

გაფრთხილება: დაინელი (34), გობი (35), ალექს სანდრო (40), რადოვანოვიჩი (45), კუადრადო (48), ლიხშტაინერი (66), სტურარო (80), დე გუსმანი (82), კაჩიატორე (90+1)

მსაჯი: ვალერი

ბურთის ფლობა: 41-59, დარტყმა: 9 (2) - 17 (6), კუთხური: 2-4, თამაშგარე: 1-3, ჯარიმა: 20-14

ჯენოა-უდინეზე 1:1 (1:1)

ჯენოა: პერინი, ისო, ბურდისო, ორბანი, ედენილსონი (სიმეონე 77), რინკონი, ველოზუ, ლაქსალტი, რიგონი (ლაზოვიჩი 69), პავოლეტი, ოკამპოსი (ნინკოვიჩი 57)

მწვრთნელი: იურიჩი

უდინეზე: კარნეზისი, ვიდმერი, ვაგიუ, დანილო, ფელიპე, კუმსი, ბადუ, ფოფანა, ტერეო (პერიცა 66), დე პაული (ადნანი 60), საპატა (მატოსი 71)

მწვრთნელი: დელნერი

გოლები: 0:1 ტერეო (11), 1:1 ოკამპოსი (24)

გაფრთხილება: საპატა (52), რიგონი (53), ნინკოვიჩი (80)

მსაჯი: მანგანიელო

ბურთის ფლობა: 63-37, დარტყმა: 16 (4) - 9 (3), კუთხური: 3-1, თამაშგარე: 3-1, ჯარიმა: 15-12

პალერმო-მილანი 1:2 (0:1)

პალერმო: პოსავეცი, სიონეკი, ანდელკოვიჩი, რაიკოვიჩი, ალესამი, გაზი, ჰილემარკი (კვაისონი 85), ბრუნო ენრიკე, ემბალო (ლო ფასო 57), შალაი (დიამანტი 57), ნესტოროვსკი

მწვრთნელი: დე ზერბი

მილანი: დონარუმა, აბატე, პალეტა, რომანიოლი, დე შილიო, კუცკა (პოლი 72), ლოკატელი, პაშალიჩი (ფერნანდესი 63), სუსო, ბომავენტურა, ბაკა (ლაპადულა 82)

მწვრთნელი: მონტელა

გოლები: 0:1 სუსო (15), 1:1 ნესტოროვსკი (71), 1:2 ლაპადულა (82)

გაფრთხილება: დე შილიო (25), სიონეკი (64), დიამანტი (89)

მსაჯი: მაცოლენი

ბურთის ფლობა: 52-48, დარტყმა: 14 (7) - 12 (6), კუთხური: 6-5, თამაშგარე: 2-3, ჯარიმა: 23-14

სასუოლო - ატალანტა 0:3 (0:3)

სასუოლო: კონსილი, გაზოლა, აჩერბი, ტერანოვა, ლიროლა (რიჩი 31), ბიონდინი, პელუზო, პელეგრინი (მაციტელი 71), პოლიტანო, დეფრეი, მატრი (იემელო 46)

მწვრთნელი: დი ფრანჩესკო

ატალანტა: ბერიშა, მასიელო, კალდარა, ზუკანოვიჩი, კონტი (რაიმონდი 89), სპინაცოლა, გალიარდინი (მილიაჩო 90), კესი, კურტიჩი, გომესი (დალესანდრო 86), პეტანია

მწვრთნელი: გასპერინი

გოლები: 0:1 გომესი (19), 0:2 კალდარა (24), 0:3 კონტი (43)

გაფრთხილება: ბიონდინი (13), გაზოლა (45), გალიარდინი (58), კონტი (61), პელუზო (70), რიჩი (79)

მსაჯი: მარესკა

ბურთის ფლობა: 52-48, დარტყმა: 15 (3) - 15 (8), კუთხური: 3-7, თამაშგარე: 0-0, ჯარიმა: 10-20

ფიორენტინა-სამპდორია 1:1 (1:0)

ფიორენტინა: ტატარუშანუ, ტომოვიჩი, ასტორი, გონსალო როდრიგესი, ბორხა ვალერო, ილიჩიჩი, ბერნანდესკი, კალინიჩი, ტელიო (კიეზა 65), მილიჩი (ვეჩინო 86), ბადელი(სანჩესი 71)

მწვრთნელი: პაულუ სოუზა

სამპდორია: პუჯიონი, სალა (პერეირა 71), სილვესტრი, შკრინიარი, რეჯინი, ტორეირა, ლინეტი (პრატი 46), ბარეტო, ფერნანდესი, მურიელი (ბუდიმირი 83), კვალიარელა

მწვრთნელი: ჯამპაოლო

გოლები: 1:0 ბერნანდესკი (37), 1:1 მურიელი (57)

გაფრთხილება: გონსალო როდრიგესი (44), ფერნანდესი (54), მილიჩი (62), ბადელი (71), პერეირა (90+2)

მსაჯი: რიცოლი

ბურთის ფლობა: 53-47, დარტყმა: 20 (5) - 17 (6), კუთხური: 11-2, თამაშგარე: 6-3, ჯარიმა: 18-14

ინტერი-კროტონე 3:0 (0:0)

ინტერი: ჰანდანოვიჩი, დამბროზიო, რანოკია (მურილიო 20), მირანდა, სანტონი, ბროზოვიჩი, ჟოაუ მარიო, პერიშიჩი, კანდრევა (იოვეტიჩი 83), ბანეგა (ედერი 64), იკარდი

მწვრთნელი: ვეკი

კროტონე: კორდასი, როსი, კეჩერინი, ფერარი, მესბა, ბარბერისი (ტონევი 86), კაპეზი, როდენი (სამპარისი 86), ტროტა (კრისეტიგი 71), პალადინო, ფალჩინელი

მწვრთნელი: ნიკოლა

გოლები: 1:0 პერიშიჩი (84), 2:0, 3:0 იკარდი (88 პენ, 90+3)

გაფრთხილება: რანოკია (11), მესბა (14), როსი (70)

მსაჯი: კალვარეზე

ბურთის ფლობა: 54-46, დარტყმა: 22 (6) - 9 (6), კუთხური: 8-1, თამაშგარე: 3-2, ჯარიმა: 15-11

რომა-ბოლონია 3:0 (1:0)

რომა: შჩესნი, პერესი (ჟერსონი 77), რიუდიგერი (პარედესი 57), ფასიო, ჟუან ჟესუსი, დე როსი, სტრუტმანი, ნაინგოლანი, სალაჰი (ელ-შაარავი 86), პეროტი, ჯეკო

მწვრთნელი: სპალეტი

ბოლონია: და კოშტა, კრაფტი, ელანდერი, ფერარი, მასინა (ტოროსიდისი 85), ნადი, ვივიანი, ტაიდერი (პულგარი 66), კრეიჩი, ჯემაილი, უმარი (დესტრო 50)

მწვრთნელი: დონადონი

გოლები: 1:0, 2:0, 3:0 სალაჰი (13, 62, 71)

გაფრთხილება: პარედესი (64)

მსაჯი: ჯაკომელი

ბურთის ფლობა: 54-46, დარტყმა: 22 (8) - 13 (5), კუთხური: 3-6, თამაშგარე: 0-2, ჯარიმა: 18-9

თეგებისერია A
0.114666