ფეხბურთი

14:43 | 5.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

41 წლის ვერონი კარიერის განახლებას აპირებს

არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ხუან სებასტიან ვერონი, რომელიც ამჟამად საფეხბურთო კლუბ “ესტუდიანტესის” პრეზიდენტია, მოედანზე დასაბრუნებლად ემზადება.

როგორც goal.com-ი იტყობინება, 41 წლის ვერონმა ვარჯიში დაიწყო, რათა 2017 წლის ლიბერტადორესის თასის გათამაშებისთვის ფორმაში იყოს. ფეხბურთელის კარიერის განახლების შესახებ კლუბის პრეზიდენტის გეგმა, “ესტუდიანტესის” მთავარმა მწვრთნელმა ნელსონ ვივასმაც დაადასტურა.

ხუან სებასტიან ვერონი კარიერის განმავლობაში, “ესტუდიანტესის” გარდა, “ბოკა ხუნიორსის”, “სამპდორიას”, “პარმას”, “ლაციოს”, “მანჩესტერ იუნაიტედის”, “ჩელსის” და “ინტერის” ღირსებას იცავდა, არგენტინის ეროვნულ ნაკრებში 73 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა. ფეხბურთელის კარიერა კი ოფიციალურად ორი წლის წინ სწორედ მშობლიურ “ესტუდიანტესში” დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115688