ფეხბურთი

0:40 | 5.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

მოიესის ბოლო შანსი

დევიდ მოიესი დღეს შესაძლოა ბოლოჯერ გაუძღვეს “სანდერლენდს”. Daily Mirror–ის ცნობის თანახმად, თუ “შავი კატები” გასვლაზე “ბორნმუთის” დამარცხებას ვერ შეძლებენ, შოტლანდიელს მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვება მოუწევს.

“სანდერლენდს” პრემიერლიგაში 10 ტურის შემდეგ, გამარჯვებების გრაფაში ჯერაც 0 უწერია. “შავი კატები” 2 ქულით ბოლო ადგილზე არიან.

შეგახსენებთ, რომ 53 წლის მწვრთნელმა “სანდერლენდი” ივლისში ჩაიბარა.

0.113925