“ბარსელონა” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მარჯვენა მცველის დამატებას აპირებს და სასურველ მოთამაშეს გამალებით ეძებს – იუწყება კატალონიური გამოცემა Sport–ი.
როგორც მოგეხსენებათ, ლუის ენრიკემ ალეიშ ვიდალზე გული აიცრუა და მისი გაყიდვა გადაწყვეტილი აქვს. შესაბამისად, “ბლაუგრანას” მისი შემცვლელის შეძენა სურს და სამ კანდადიტურას განიხილავს.
ზემოთ ნახსენები წყაროს ცნობით, კატალონიელები ჟოაო კანსელოს (“ვალენსია”), სედრიკ სოარეშს (“საუთჰემპტონი”) და სერჟ ორიეს (პსჟ) აკვირდებიან.