კალათბურთი

10:07 | 4.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

სტუ-მ გამარჯვებით დაიწყო

დაიწყო საერთაშორისო სტუდენტური საკალათბურთო ლიგის მეორე ტური, რომელსაც თბილისის ახალი სპორტის სასახლე მასპინძლობს.

ოთხგუნდა ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი ურალის (რუსეთი) ფედერალური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს დაუპირისპირდა და 75:69 მოუგო. მასპინძელთა მხრიდან ყველაზე შედეგიანები სანდრო სანაძე და დავით ლომიძე იყვნენ, რომლებმაც 15-15 ქულა დააგროვეს.

მეორე შეხვედრაში მოსკოვის ფიზკულტურის სახელმწიფო აკადემიის გუნდმა აზერბაიჯანის 18 წლამდელთა ნაკრები გამანადგურებელი ანგარიშით 84:26 დაამარცხა.

სტუ მეორე შეხვედრას აზერბაიჯანელთა წინააღმდეგ ჩაატარებს, ხოლო რუსეთის გუნდები ერთმანეთს შეხვდებიან.

0.126334