ჩოგბურთი

21:56 | 3.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნოლემ ბულგარული ბარიერი გადალახა

პარიზის მასტერსის 1/8-ფინალში მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი 4:6, 6:2, 6:3 დაამარცხა. შეხვედრა 2 საათსა 25 წუთს გაგრძელდა. პირველ სეტში ნოვაკი უსახურად გამოიყურებოდა და ბევრ შეცდომას უშვებდა, 2:2-ზე სერბი დაბრეიკდა, რამაც სეტის ბედი გადაწყვიტა. მეორე და მესამე სეტში ჯოკოვიჩი უკეთ ათამაშდა და ბულგარელს შანსი არ ჰქონია.

1/4-ფინალში ჯოკოვიჩი ხორვატ მარინ ჩილიჩს შეხვდება. შეხვედრა 4 ნოემბერს თბილისის დროით 13:00 საათზეა ჩანიშნული. ურთიერთშეხვედრებში ნოლე ჩილიჩს 14:0-ს ამარცხებს.

0.114201