გაბონის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა ლისაბონის "სპორტინგთან" ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩი კლუბის წესების დარღვევის გამო გამოტოვა. აღნიშნული ინფორმაცია Squawka-მ გაავრცელა.
მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე აფრიკელი მოთამაშე მილანში მეგობრის დაბადების დღეზე იყო და იტალიაში წასვლის შესახებ კლუბს არ გააგებინა. ობამეიანგი "მილანის" აღზრდილია და ამ ქალაქში მას მეგობრები ჰყავს. ამის გამო ტომას ტუხელმა პიერ-ემერიკი დასაჯა და პორტუგალიაში წამსვლელთა სიიდან ამოიღო.