ფეხბურთი

14:11 | 3.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისი და შოტლანდია ფიფას აკრძალვას არ ემორჩილებიან

11 ნოემბერს ინგლისისა და შოტლანდიის ნაკრებები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს გამართავენ „უემბლიზე“ და მოედანზე სპეციალური მაისურებით გავლენ.

ამ დღეს, დიდ ბრიტანეთში, პირველი მსოფლიო ომის დროს დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის დღე აღინიშნება და გუნდების მაისურზეც, მათი ხსოვნის პატივსაცემად, წითელი ყაყაჩო იქნება გამოსახული.

ფიფა მიიჩნევს, რომ წითელი ყაყაჩო პოლიტიკური სიმბოლოა, რომელთა გამოყენებაც საფეხბურთო ეკიპირებაზე აკრძალულია. მიუხედავად ამისა, გუნდები საკუთარ გადაწყვეტილებას არ შეცვლიან და ეს ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ საკუთარ „ტვიტერზე“ დაადასტურა.

„ჩვენ პატივს ვცემთ წესებს და კანონებს, თუმცა არ ვეთანხმებით მოსაზრებას, რომ წითელი ყაყაჩო პოლიტიკური, რელიგიური ან კომერციული აქციის ნაწილია. ესაა ხსოვნის სიმბოლო და მას არაფერი აკავშირებს პოლიტიკურ მოვლენებთან. უბრალოდ გვსურს, რომ პატივი მივაგოთ იმ ადამიანებს, რომლებმაც ქვეყანას ყველაზე ძვირფასი შესწირეს“ - წერია განცხადებაში.

0.12194