ჩოგბურთი

12:07 | 3.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩმა პარიზში მოგებით დაიწყო

მსოფლიო ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა პარიზის მასტერსის 1/16-ფინალში ავსტრიელი ჟილ მიულერი 6:3, 6:4 დაამარცხა და ამ სეზონში მე-60 გამარჯვება იზეიმა. შეხვედრა საათსა და 22 წუთში დასრულდა. ნოლემ ორივე სეტში თითო-თითო ბრეიკი შეასრულა, რაც შეხვედრის მოსაგებად საკმარისი აღმოჩნდა.

პარიზის მასტერსის 1/8-ფინალში ჯოკოვიჩის მეტოქე ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი იქნება. შეხვედრა 3 ოქტომბერს თბილისის დროით 20:00 საათზეა ჩანიშნული.

0.11634