ფეხბურთი

16:57 | 1.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: “ინტერმა” დე ბური დაითხოვა

ჰოლანდიელი სპეციალისტი ფრანკ დე ბური მილანის “ინტერის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

“ინტერის” პრესსამსახურის ცნობით, მილანელებს დროებით ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელი სტეფანო ვეჩი უხელმძღვანელებს. სწორედ ის გაუძღვება “ნერაძურის” 3 ნოემბერს “საუთჰემპტონთან” ევროპის ლიგის მეოთხე ტურის მატჩშიც.

ფრანკ დე ბური “ინტერს” აგვისტოდან ჩაუდგა სათავეში და კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგების გათვალისწინებით ჰოლანდიელი სპეციალისტის დათხოვნაზე დიდი ხანია საუბრობდნენ. “ინტერი” სერია ა-ში გამართული 11 ტურის შემდეგ 14 ქულით მე-12 ადგილზე იმყოფება.

0.106688