სინგაპურში ქალთა წლის შემაჯამებელი ტურნირი სლოვაკი დომინიკა ციბულკოვას გამარჯვებით დასრულა.
ფინალში ციბულკოვამ მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი გერმანელი ანგელიკა კერბერი 6:3, 6:4 დაამარცხა და აღნიშნული ტურნირი კარიერაში პირველად მოიგო.
შეხვედრა საათსა და 18 წუთს გაგრძელდა. კერბერმა 23 უნებლიე შეცდომა დაუშვა, ხოლო ციბულკოვამ 14. სლოვაკმა 5 შესაძლებლობიდან 3 ბრეიკი გააკეთა, ხოლო კერბერმა 4-დან მხოლოდ ერთი.
ამ ტურნირზე კერბერი და ციბულკოვა ერთ ჯგუფში იყვნენ და მაშინ გერმანელმა 7:6, 2:6, 6:3 იმარჯვა.