იტალიური ”რომა” ჰოლანდიის ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ვინგერით, მემფის დეპაით დაინტერესდა – იუწყება ცნობილი იტალიური გამოცემა Gazzetta dello sport-ი.
იანვარში გაბონში აფრიკის 2017 წლის თასი აიღებს სტარტს, რომელიც თითქმის ერთი თვე გაგრძელდება. აღნიშნულ ტურნირზე მონაწილეობას ეგვიპტის ნაკრებიც მიიღებს, რომლის ლიდერი “რომას” ფეხბურთელი მოჰამედ სალაჰია.
“მგლების” ხელმძღვანელობას სურს, რომ 24 წლის ეგვიპტელის არ ყოფნა კლუბს არ დაეტყოს და ამიტომაც, დეპაის შეძენა მოისურვეს, რომელსაც “იუნაიტედში” ჟოზე მოურინიო არ ენდობა და სათამაშო პრაქტიკა თითქმის არ აქვს.
22 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში “წითელი ეშმაკების” მაისურით სულ 118 წუთი ითამაშა. მემფისს მანჩესტერულ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს.