კატალონიური “ბარსელონა” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ინგლისის ნაკრებისა და “ლივერპულის” მარჯვენა მცველის, ნათანიელ კლაინის შეძენას შეეცდება – იუწყება ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Sun.
გადაწყვეტილია, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში “ბარსელონას” ალეიშ ვიდალი დატოვებს. კლუბის ხელმძღვანელობა მის შემცვლელს ეძებს და ერთ-ერთ კანდიდატურად ინგლისელი მცველი განიხილება. ზემოთ ნახსენები წყაროს ცნობით, “ბლაუგრანა” მზადაა, რომ კლაინის სანაცვლოდ 20 მილიონი ფუნტი გაიღოს.
25 წლის მცველს “ლივერპულთან” მოქმედი კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს. მან მიმდინარე სეზონში 12 შეხვედრა ჩაატარა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.