ფეხბურთი

16:11 | 28.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

არაბიძემ "შახტარის" 21-წლამდელებში გაიტანა

გიორგი არაბიძემ დონეცკის "შახტარისა" და ოდესის "ჩერნომორეცის" 21-წლამდელთა გუნდების დაპირისპირებაში გოლი გაიტანა და საგოლე პასიც მიითვალა. დონეცკელებმა მატჩი 3:0 მოიგეს.

18 წლის ქართველმა შემტევმა შეუცვლელად ითამაშა და ბოლო წუთზე პენალტი ზუსტად დაარტყა. არაბიძემ მანამდე ყვითელი ბარათიც მიიღო. "ჩერნომორეცის" ახალგაზრდულში ასევე სრულად ითამაშა მცველმა გიორგი გადრანმა.

0.142824