იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი ფაბიო კანავარო, რომელიც ახლა ჩინეთში მუშაობს, მადრიდის “რეალისა” და “სკუადრა აძურას” გაწვრთნაზე ოცნებობს. ამის შესახებ 43 წლის კანავარომ Goal.com-თან საუბარში განაცხადა.
“ჩემი მიზანი “რეალ მადრიდისა” და იტალიის ნაკრების გაწვრთნაა. როდესაც მწვრთნელობა დავიწყე, სწორედ ეს იყო ჩემი ათვლის წერტილი.
ვფიქრობდი თუ არა ფეხბურთელობისას სამწვრთნელო კარიერაზე? – სიმართლე გითხრათ, არა. არასდროს მიფიქრია ადრე, რომ მწვრთნელი გავხდებოდი, თუმცა მერე უფეხბურთოდ ვერ გავძელი”, -ამბობს კანავარო.
ფაბიო კანავარომ საფეხბურთო კარიერა 2011 წელს, “ალ აჰლიში” დაასრულა და მალევე მწვრთნელობა დაიწყო. ევროპაში ჯერ არ უმუშავია. მხოლოდ ჩინურ “გუანჯოუს” და “ალ ნასრის” წვრთნიდა. ამჯერად “ტიანჯინში” მუშაობს და ჩინეთის ჩემპიონიც გახდა.
ფეხბურთელობისას კი, ყველაზე დიდ წარმატებას 2006 წელს მიაღწია, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონი გახდა იტალიის ნაკრებში და “ოქროს ბურთიც” მოიგო.