ფეხბურთი

23:50 | 27.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

სუბისარეტა "მარსელის" სპორტული დირექტორი გახდა

წარსულში ცნობილი ფეხბურთელი, ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მეკარე ანდონი სუბისარეტა მარსელის "ოლიმპიკის" სპორტული დირექტორი გახდა. აღნიშნული ინფორმაცია ფრანგული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

სუბისარეტამ საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, 2010 წელს "ბარსელონაში" საფეხბურთო დირექტორად დაიწყო მუშაობა. 2015 წელს კი ხოსეპ მარია ბართომეუმ სუბისარეტა დაითხოვა.

"მარსელი" მიმდინარე სეზონში 13 ქულით ლიგა 1-ის ცხრილში მე-11 პოზიციას იკავებს. "ოლიმპიკმა" გასულ სეზონში ჩემპიონატი მე-13 ადგილზე დაასრულა.

0.121943