ფეხბურთი

23:15 | 26.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

"სევილია" ნ`ზონზისთან მოლაპარაკებას აწარმოებს

როგორც ესპანური AS-ი იუწყება, "სევილიას" ხელმძღვანელობა ნახევარმცველ სტივენ ნ"ზონზისთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას აწარმოებს. ამჟამინდელი ხელშეკრულების მიხედვით, ფრანგი გუნდში 2019 წლამდე ითამაშებს და მისი გამოსასყიდი თანხა 30 მილიონი ევროა.

ნ"ზონზი "სევილიას" "სტოკიდან" 2015 წელს შეუერთდა. მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე 12 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. ესპანურ გუნდში გადასვლის შემდეგ ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება ერთ წელიწადში 7.5-დან 20 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126546