ფეხბურთი

15:26 | 25.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლოკატელი და დონარუმა, ჯანი რივერასა და ბუფონის გზაზე

“მილანის” ვიცე პრეზიდენტი ადრიანო გალიანი “როსონერის” ახალგაზრდებზე, კერძოდ ჯანლუიჯი დონარუმასა და მანუელ ლოკატელიზე დიდ იმედს ამყარებს. როგორც გალიანიმ italia 1-თან საუბრისას განაცხადა, ლოკატელი ჯანი რივერას აგონებს. რაც შეეხება დონარუმას, მას იტალიის ეროვნულ ნაკრებში ბუფონის მემკვიდრედ მოიაზრებს.

“ლოკატელი ჯანი რივერას მაგონებს. მანაც 18 წლის ასაკში გაუტანა “იუვენტუსს” გოლი. იმედი მაქვს, რომ მანუელიც მასსავით დიდ ფეხბურთს ითამაშებს.”

“მიუხედავად იმისა, რომ ბუფონი ჯერაც შესანიშნავ ფორმაშია, დონარუმას მის მემკვიდრედ მივიჩნევ. მინდა, რომ იგი დიდი ხანი ვიხილო “მილანის” რიგებში”, – თქვა გალიანიმ.

0.123524