ფეხბურთი

19:11 | 24.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ტიაგო სილვას პარიზში დარჩენა სურს

“პარი სენ ჟერმენის” მცველმა ტიაგო სილვამ “იუვენტუსში” გადასვლა გამორიცხა. როგორც ბრაზილიელმა Gazzetta Dello Sport-ს “ოლიმპიკთან” მატჩის შემდეგ განუცხადა, მას საფრანგეთში დარჩენა და კლუბთან კონტრაქტის გაგრძელება სურს.

“იუვენტუსი” მართლაც იყო ჩემით დაინტერესებული, მაგრამ მე წასვლას არ ვაპირებ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემსა და პსჟ-ს შორის კონტრაქტის გახანგძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჩაიშალა და არ ვიცი რატომ, ნებისმიერ შემთხვევაში ყველაფერი პრეზიდენტთან უნდა შეთანხმდეს. მე კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება მინდა” – აღნიშნა 32 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ მილანის ყოფილი მცველი ტიაგო სილვა “პარი სენ ჟერმენში” 2012-2013 წლების სეზონში გადავიდა და მას შემდეგ პარიზელთა შემადგენლობაში ჩატარებულ 176 მატჩში 12 გოლი დაუგროვდა.

0.114845