ფეხბურთი

13:45 | 24.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

2016 წლის საუკეთესო ახალგაზრდა - რენატუ სანჩესი

2016 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი რენატუ სანჩესი გახდა. Golden Boy – სწორედ ამ სახელწოდების გათამაშება მოიგო “ბაიერნის” ნიჭიერმა ნახევარმცველმა და მას 2003 წლიდან მოყოლებული იტალიური გამოცემა “ტუტოსპოტი” ატარებს.

19 წლის ლუზიტანელმა საბოლოოდ ფრანგ კინგლის კომანსა და ინგლისელ მარკუს რეშფორდს აჯობა.

რენატუ სანჩესს მართლაც წარმატებული წელი ჰქონდა: ლისაბონის “ბენფიკას” მთავარ გუნდში ფეხი მყარად მოიკიდა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო, ხოლო ზაფხულში პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებშიც მოხვდა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიგო. რაშიც, მისი წვლილიც საკმაოდ დიდი გახლდათ. ამის მერე კი, 19 წლის რენატუ 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ მიუნხენის “ბაიერნში” გადაბარგდა.

აქვე წარმოგიდგენთ 2003 წლიდან ყველა გამარჯვებულს:

2003 – რაფაელ ვან დერ ვაარტი

2004 – უეინ რუნი

2005 – ლიონელ მესი

2006 – ჩესკ ფაბრეგასი

2007 – სერხიო აგუერო

2008 – ანდერსონი

2009 – ალეშანდრე პატო

2010 – მარიო ბალოტელი

2011 – მარიო გიოტცე

2012 – ისკო

2013 – პოლ პოგბა

2014 – რაჰიმ სტერლინგი

2015 – ანტონი მარსიალი

0.120937