ფეხბურთი

19:30 | 23.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ინსინიეს თვალი “ლივერპულმა” და “ტოტენჰემმა” დაადგეს

იტალიური “ნაპოლის” თავდამსხმელმა ლორენცო ინსინიემ შესაძლოა კლუბი შეიცვალოს. როგორც ცნობილი გახდა, იტალიელს უკვე“ლივერპული” და “ტოტენჰემი” აკვირდებიან, აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური ტელეკომპანია Rai ავრცელებს.

“ნაპოლი” – “ბეშიქთაშის” მატჩზე ვერ გატანილმა თერთმეტმეტრიანმა სიტუაცია მასსა და გულშემატკივრებს შორის დაძაბა. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტი ტრანსფერის ალბათობას ზრდის.

ლორენცო ინსინიე “ნაპოლის” აღზრდილია და მხოლოდ 2011-2012 წლების სეზონში თამაშობდა სხვაგან – “პესკარაში” იყო განათხოვრებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128096