იტალიური “მილანის” კრიზისი როგორც ჩანს, წარსულის მოგონება გახდა. ყოველშემთხვევაში, “როსონერიმ” საწყის 9 ტურში 19 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზეა. ასეთი წარმატებული სტარტი კი, ლომბარდიულ გრანდს 2008-2009 წლების სეზონის მერე აღარ ჰქონია.
აღსანიშნავია, რომ 8 წლის წინაც, “მილანი” სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებდა.
შეგახსენებთ, ვინჩენცო მონტელას გუნდმა ტურინის “იუვენტუსს” (1:0) მოუგო და წაუგებელი სერია გააგრძელა.