მარიო ბალოტელი მანუელ ლოკატელის “იუვენტუსთან” გატანილ გოლს გამოეხმაურა და ახალგაზრდა მოთამაშე შეაქო. “სუპერმარიომ” საკუთარ ტვიტერის გვერდზე 18 წლის ფეხბურთელს პოსტი მიუძღვნა.
“ღმერთო ჩემო, რა გოლი… ღმერთო ჩემო”, – დაწერა ბალოტელიმ.
შეგახსენებთ, რომ მანუელ ლოკატელიმ 65-ე წუთზე გატანილი ულამაზესი გოლით მატჩის ბედი გადაწყვიტა. აღსანიშნავია ისიც, რომ მან მიმდინარე სეზონში სერია A-ში კარის ჩარჩოში 2-ჯერ დაარტყა და ორჯერვე გოლი გაიტანა.