კალათბურთი

16:20 | 22.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

“კაკტუსსა” და “მგზავრებს” შორის თამაში ჩაიშალა

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მეორე ტურის მატჩი “კაკტუსსა” და “მგზავრებს” შორის, რომელიც დღეს თბილისის სპორტის ახალ სასახლეში უნდა გამართულიყო, ჩაიშალა.

თამაშის ჩაშლის მიზეზი მატჩზე დანიშნული მაგიდის მსაჯების პროტესტი გახლდათ - ისინი ხელფასის დავალიანებას აპროტესტებენ.

კალათბურთის ფედერაციას ამ თემასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

0.115742