კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელი ლიონელ მესი ჩემპიონთა ლიგის განვლილი სათამაშო კვირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
არგენტინელმა “მანჩესტერ სიტისთან” დაპირისპირებისას (4:0) 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელს, ყოველი ტურის შემდეგ, უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გულშემატკივარი ირჩევს და მესის ხმათა 38% დაუგროვდა.
“ბარსელონას” შემტევმა რაიად მარეზი (“ლესტერ სიტი”, 20%) და პიერ ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდის "ბორუსია”, 15%) ჩამოიტოვა. ხუთეულში ასევე მოხვდნენ მესუთ იოზილი (“არსენალი”, 13%) და ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”, 11%), ხმათა 2 % მიიღო იანიკ ფერეირა კარასკომ (“ატლეტიკო”), ხოლო ანხელ დი მარია (პსჟ) და სამირ ნასრი (“სევილია”) თითო პროცენტს დასჯერდნენ.