“თაობებს შორის დაპირისპირება” – იტალიურ მედიაში ასე მოიხსენიებენ “მილანისა” და “იუვენტუსის” შეხვედრას.
“დონარუმა – ბუფონის წინააღმდეგ. შაბათ ღამეს, “სან სიროზე”, სერია A-ს მეცხრე ტურში – მეკარეებს შორის, თაობების დაპირისპირებას ვიხილავთ” - წერენ იტალიური გამოცემები.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონატს “იუვენტუსი” 21 ქულით ლიდერობს, მეორე-მესამე ადგილს კი - “რომა” და “მილანი” იყოფენ 16-16 ქულით.