ფეხბურთი

13:48 | 21.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი პაპუნაშვილი და რენე ფერეირა დასაჯეს

თბილისის “დინამოს” ფეხბურთელებს გიორგი პაპუნაშვილსა და რენე ფერეირას ლანჩხუთის “გურიასთან” მატჩისას მომხდარი ინციდენტის გამო კლუბისა და ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან სასჯელი დაეკისრათ.

როგორც “დინამოს” პრესსამსახური იტყობინება, კლუბმა ორივე მოთამაშე ერთი თვის ხელფასით დააჯარიმა და გააფრთხილა, რომ მსგავსი ფაქტის განმეორების შემთხვევაში დისკვალიფიკაციით დაისჯებიან.

“დინამოს” ვებგვერდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განაჩენსაც აქვეყნებს, რომლის თანახმად, პაპუნაშვილს და ფერეირას 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და 2000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ.

შეგახსენებთ, ლანჩხუთის „გურიასა“ და თბილისის „დინამოს“ მატჩის პირველი ტაიმის მიწურულს რენე ფერეირამ და გიორგი პაპუნაშვილმა მინდორზე ერთმანეთთან იჩხუბეს, რის გამოც მსაჯმა ორივეს წითელი ბარათი უჩვენა.

0.128274