ჩოგბურთი

11:10 | 21.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნადალმა სეზონი დაასრულა

დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონმა ესპანელმა რაფაელ ნადალმა სეზონი დაასრულა და კორტზე 2017 წლამდე აღარ გამოვა, ამის შესახებ თავად რაფამ განაცხადა.

“არავისთვისაა დასამალი, რომ როცა ოლიმპიადაზე გამოვედი საკმარისად მომზადებული არ ვიყავი და ტრავმაც ბოლომდე მოშუშებული არ მქონდა. მაგრამ მე მქონდა მიზანი, რომ ესპანეთისთვის მედალი მომეპოვებინდა და ეს შევძელი. თუმცა, ამ ყოველივემ ძველი ტრავმა გამიმიზეზა და ტკივილები დამეწყო, ამიტომ მიმდინარე სეზონში ვეღარ ვითამაშებ და 2017 წლისთვის დავიწყებ მომზადებას. გული მწყდება, რამდენიმე ჩემთვის საყვარელი ტურნირის გამოტოვება რომ მომიწევს, მაგალითად, ბაზელის ტურნირის, რომელთანაც კარგი მოგონებები მაკავშირებს, ჩემი და როჯერ ფედერერის შეხვედრები”- აღნიშნა ნადალმა.

0.107292