მიუნხენის “ბაიერნის” ჰოლანდიელი ლიდერი არიენ რობენი მიიჩნევს, რომ კარლო ანჩელოტის ხელში ფეხბურთელებს მეტი თავისუფლება აქვთ, ვიდრე ეს პეპ გვარდიოლას მწვრთნელობის პერიოდში იყო. როგორც რობენმა მშობლიურ გამოცემა NOS-ს განუცხადა, იტალიელთან ყველაფერი შესანინშავად აქვს.
“პეპ გვარდიოლა 24 საათი თავის სამუშაოზე ფიქრობდა, კარლო ანჩელოტის ხელში კი, უფრო მეტი თავისუფლება გვაქვს. ესპანელის ხელში ჩვენ ძალიან გავიზარდეთ, სხვადასხვა სათამაშო სტილი გამოვცადეთ. პეპთან კარგი ურთიერთობა მქონდა, მომწონდა მისი სათამაშო ფილოსოფია, თუმცა ანჩელოტისთანაც ყველაფერი შესანიშნავადაა. იტალიელ მწვრთნელზე მხოლოდ პოზიტივის თქმა შემიძლია”, - თქვა რობენმა.