"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ "ბარსელონასთან" გასამართი ჩემპიონთა ლიგის მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ლუის ენრიკე უფრო კარგად ასრულებს საქმეს ესპანურ გრანდში, ვიდრე ამას მე ვაკეთებდიო.
გვარდიოლა "ბლაუგრანას" 4 წელიწადი წვრთნიდა და 14 ტიტული მოიპოვა, ხოლო ენრიკეს გუნდმა ორ სეზონში 7 ტურნირი მოიგო.
"როდესაც ფეხბურთელობის პერიოდში ერთმანეთს შევხვდით, მარტივი ამოსაცნობი იყო, რომ ენრიკე განსაკუთრებული მოთამაშე გახლდათ. იგი პირდაპირია, პატიოსანი და მშრომელი. ლუისი უკვე წარმატებულია და უფრო მეტი წარმატება ელის. ფაქტია, მან და მისმა გუნდმა უფრო მეტი გააკეთეს, ვიდრე მე "ბარსელონაში" მწვრთნელობის პერიოდში.
კარგი მატჩი გამოგვივა. "სელტიკთან" ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ უნდა მოვიგოთ. მოხარული ვარ, რომ მესი გამოჯანმრთელდა. "ბარსელონას" თავდასხმის ხაზის განსაკუთრებულობა ისაა, რომ ბევრ საგოლე მომენტებს ქმნიან." - განაცხადა ესპანელმა.
მომავალ მატჩში ფავორიტად "ბარსელონაა" შერაცხული. ენრიკე და პეპი ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში 2015 წელს შეხვდნენ, სადაც ლუისის გუნდმა "ბაიერნი" ორი მატჩის ჯამში 5:3 დაამარცხა.