“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ “მანჩესტერ სიტის” თავკაცი პეპ გვარდიოლა შეაქო.
“გვარდიოლა ჩემი კარგი მეგობარია. პეპს საუკეთესო მწვრთნელად მივიჩნევ. მისი შეტევითი მენტალიტეტი მომწონს. მატჩის ბედს საბოლოოდ ფეხბურთელები გადაწყვეტენ, რომელებიც მოედანზე გამოვლენ. “სიტი” კარგ ფეხბურთს აჩვენებს. ამ გუნდს გვარდიოლას ხელი აშკარად დაეტყო”- განაცხადა გვარდიოლამ.
“ბარსელონა” – “სიტის” შეხვედრა 19 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.