ფეხბურთი

19:17 | 18.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

გულუხვი ეტოო და 100 ათასი ევრო სანაძლეოდ...

ვეტერანი კამერუნელი თავდამსხმელი სამუელ ეტოო თურქული “ანტალიასფორის” ერთ-ერთ გულშემატკივარს არც მეტი, არც ნაკლები, 100 ათასი ევროს ჩუქებას დაპირდა. საქმე ისაა, რომ ეტოო და მისი თანაგუნდელები თურქეთის სუპერლიგაში წარუმატებლად თამაშობენ და საწყის 7 ტურში 3 ქულით ბოლო, მე-18 ადგილი უკავიათ. ამ ფაქტმა კი, კლუბის ქომაგთა გაღიზიანება გამოიწვია.

სამუელმა მათი დამშვიდება ასე სცადა და ერთ-ერთ ქომაგს ზემოხსენებულ თანხასაც დაპირდა თუ “ანტალიასფორი” სეზონს პირველ ათეულში ვერ დაასრულებს.

"შარშანაც ვთქვი, რომ ათეულში მოვხვდებოდით და ახლაც იგივეს ვამბობ, დარწმუნებული ვარ, სეზონს პირველ ათეულში დავასრულებთ" - აცხადებს კამერუნელი ფეხბურთელი.

ახლა ვინ იცის, ეგებ, იღბლიანმა გულშემატკივარმა თავის საყვარელ გუნდს არც უქომაგოს, ყოველ შემთხვევაში, ათეულში შესვლა არ მოისურვოს...

ეტოომ მიმდინარე სეზონში 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა.

0.114789